დიდ ლილოში, სატყეო და რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება ჩატარდა.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტერიტორიაზე არსებული დაუსრულებელი შენობების, კაპიტალური საძირკვლებისა და მავთულბადის ღობის დემონტაჟი განხორციელდა.
„სამგორის რაიონში, სატყეო და რეკრეაციულ ზონაში მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ - აღვკვეთეთ სახელმწიფო და თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების უკანონოდ დაკავების ფაქტი. მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს უკანონო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე
რეაგირების კუთხით. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ უწყებებს გაწეული მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, კანონის ფარგლებში, მსგავსი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.