საბურთალოს რაიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის  ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის  მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

ამჯერად, კალათბურთის მოედანი დიდ დიღომში, III მიკრორაიონის N8 კორპუსთან მოეწყო. 600 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა. სტადიონი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე  სტანდარტებს.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე ადგილზე გაეცნო.