საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, კვირას, 29 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ.

საპატრიარქოს ინფორმაციითვე, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 2025 წლის ეროვნული გამოცდები  3 ივლისს  დაიწყება.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.