დღეს ხალხმრავლობა იყო მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარში, რომელზეც ამბობენ, რომ უშვილობას კურნავს. ეკლესია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მდებარეობს, სადაც აღდომის შემდეგ, პირველ ხუთშაბათს მონასტრის დღესასწაულია, რომელსაც "წაჩხურობა" ეწოდება.

ლეგენდის თანახმად, იქ სადაც ტაძარია აგებული მწყემსი ცხვარს აძოვებდა, რომელიც თავისთვის მოწყენილი იჯდა, უცებ მგზავრი გამოჩენილა, რომელიც მიიპატიჟა და ხის ძირში გაუშალა სუფრა. მგზავრს უკითხავს, რატომ ხარ ასე მოწყენილიო.მწემსს უთქვამს, დიდი ხანია ოჯახი შევქმენი, მაგრამ შვილი არ მყავსო. მგზავრს უთქვამს, ყველაფერი კარგად იქნება, შვილი გეყოლებაო. მართლაც შეეძენია მწყემსს შვილი.
ლეგენდის თანახმად მწყემსს მგზავრის სახით მთავარანგელოზი გამოეცხადა. სწორედ ამის შემდეგ ამოდის ამ ადგილას ხალხი.

ტაძარი მე-14 საუკუნეს არის აგებული, თუმცა ის ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი, რომლის აღდგენა ამჟამინდელი სახით რამდენიმე წლის წინ მოხერხდა.











