საქართველოში ელექტროენერგიის გლობალური გათიშვის გამო შეფერხებული სარკინიგზო მოძრაობა აღდგენილია.
როგორც "აიპრესს"- საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე წუთით იყო შეფერხებული, ამ დროისთვის კი, აღდგენილია.
შეგახსენებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა ელექტროგადამცემი ხაზი "კავკასიონის" ავარიულად გათიშვამ გამოიწვია.