საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წინასწარი მონაცემებით ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა.

„ა.წ. 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა. ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვის შედეგად, ელექტროსისტემაში მოხდა ელექტრული პარამეტრების დარღვევა, გამოირთო ენგურჰესი და სხვა დიდი და მცირე ელექტროსადგურები. გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად 11:15 საათზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში, 35 წუთში მოხერხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელ კომპანიებზე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.