დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გერმანიაში, ქალაქ კლაინ კიოლციგში გამართულ რეგიონულ ექსპერტთა სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა „მეცნიერება-პოლიტიკის ინტერფეისების გაძლიერება ბიოსფერულ რეზერვატებსა და UNESCO-ს გლობალურ გეოპარკებში“.
ღონისძიება, რომელიც UNESCO-ს მეცნიერებისა და კულტურის ევროპის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით გაიმართა, მიზნად ისახავდა ბიოსფერული რეზერვატებისა და გეოპარკების მართვის, დაგეგმვისა და განვითარების მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მეცნიერები, გარემოსდაცვითი უწყებებისა და UNESCO-ს ეროვნული კომისიების ექსპერტები, რომლებმაც წარმოადგინეს გეოლოგიური მემკვიდრეობისა და გეოპარკების განვითარების საუკეთესო პრაქტიკები.
მონაწილეები იმყოფებოდნენ გერმანია-პოლონეთის UNESCO-ს გლობალურ გეოპარკშიც, სადაც ადგილზე გაეცნენ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებულ მართვის მოდელებს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, UNESCO-მ აღიარა და საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა ორი ტერიტორია - „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი“ და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“, რომლებიც 4 დაცულ ტერიტორიას თუშეთის, ვაშლოვანის, ჭაჭუნასა და ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებს მოიცავს. ბიოსფერული რეზერვატები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც ეკოსისტემების, ისე ადგილობრივი თემების განვითარებას უწყობს ხელს.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.









