გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ, ინფორმაცია მიიღეს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ; გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, B2C და B2B შეხვედრები.

საერთაშორისო გამოფენა „Tourism Expo Japan” იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი ტურიზმის გამოფენაა და მსოფლიოს ათეულობით ქვეყანასა და ასობით ტურისტულ კომპანიას აერთიანებს. გამოფენის მიზანია ხელი შეუწყოს გლობალური ტურიზმის განვითარებას, ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და კულტურათაშორის ურთიერთობების გაღრმავებას. ყოველწლიურად გამოფენას 120 000-ზე მეტი დამთვალირებელი სტუმრობს.

იაპონიიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს უნიკალური ბუნება და კულტურა იაპონელ ტურისტებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაწილეობა იაპონიის ტურისტულ გამოფენაში ხელს შეუწყობს ეროვნული პარკების ცნობადობის მეტად გაზრდას და საქართველოს ბუნების პოტენციალით დაინტერესებული ვიზიტორების მოზიდვას.