რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც 2025-2027 წლებს მოიცავს, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანსა და სახლ-მუზეუმის დირექტორ ფერიდა მატარაძესთან ერთად განიხილა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია და ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მემორიალური სახლებისა და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია; ტიციან ტაბიძის ავარიული საექსპოზიციო დარბაზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციური საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა; გალაკტიონ ტაბიძის საექსპოზიციო დარბაზის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა. განახლებული მუზეუმი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.