ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა, საღამოს, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა. 

ავარიის შემდეგ ბავშვი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და ექიმების დაკვირვების ქვეშ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მძიმე დაზიანების მიუხედავად, მედიკოსები აცხადებენ, რომ ბავშვი კონტაქტურია.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შსს-მ საქმე 276-ე მუხლით აღძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.