საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ ქუჩას აწესრიგებს.

ზარბეგ ბერიაშვილის ქუჩაზე  სამუშაოების შედეგად, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, 3 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგება, რისთვისაც  დაახლოებით, 600 000  ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან  ერთად  ადგილზე გაეცნო.