ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ამ დროისთვის საგზაო პროექტი ნადირაძის ქუჩაზე ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, 2 600-მდე კვ.მ ფართობის გზა რეაბილიტირდება, გადაადგილება კი უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება. კიდევ ერთი საგზაო პროექტი ყაზბეგის ქუჩის N26-28-ში და ქუთათელაძის N4-ში ხორციელდება. შიდა გზების განახლება 2700-მდე კვ. მ ფართობის მონაკვეთზეა დაგეგმილი.
აღნიშნულ მისამართებზე გზის საფარის განახლების პარალელურად, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის N23 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელი ეწყობა, პროექტის დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე ასფალტი დაიგება. სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.