ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N22-23 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, რკინაბეტონის კედელი ორ მონაკვეთზე, საერთო სიგრძით 62, სიმაღლით 4.80 მეტრი, აშენდება.
სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ადგილზე გაეცნო.
გარდა ამისა, გრდეძლდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ვაკეში, ქუთათელაძის ქუჩის N5-ში ეზოს გზის საფარის სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. მოხდა დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი, მომზადდა გზის ახალი საფუძველი და დაიგო ასფალტი. ეზოს გარდა განახლდა ქუჩის ტროტუარები.