აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი აჭარაში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცა და დღესასწაულებთან დაკავშირებით საახალწლო ნობათები გადასცა.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიოტიტეტია აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა და სოციალური მხარდაჭერა. მთავრობის წევრები მთელი საქართველოს მასშტაბით ულოცავენ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ახალ-წელს და საახალწლო ნობათებს გადასცემენ. მინდა ყველას და განსაკუთრებით ჩვენს დევნილებს მივულოცო შობა-ახალი წელი, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას“,-განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.

აფხაზეთის მთავრობამ საახალწლო ნობათი ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადასცა.