"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის და პარტია "ახალი"-ს თანათავმჯდომარის ნიკა გვარამიას მიმართა, სრულიად შესაძლებელია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს სასამართლომ. - ამის შესახებ გვარამიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.
დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რომელიც 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
"სრულიად შესაძლებელია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს სასამართლომ. ამაზე მიანიშნებს, მათ შორის, მისი გადმოყვანა დილას სასამართლოში და მცდელობა, რომ ადრევე ადვოკატების გარეშე ჩაეტარებინათ პროცესი, ამის შემდეგ ნორმალურად გამოცხადების საშუალებასაც არ გვაძლევდა სასამართლო და ელემენტარული, გზაში მინიმუმ სამჯერ დამირეკა თანაშემწემ. როგორც ჩანს ძალიან ეჩქარებათ, უნდა ჩაეტიონ დროში, 48 საათში და ეს ერთადერთი რამით შეიძლება იხსნებოდეს მხოლოდ, რომ სასამართლო აპირებს პატიმრობის შეფარდებას," - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, 4 დეკემბერს პოლიციამ ნიკა გვარამია პარტიის ოფისთან დააკავა