საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ 2024 წლის IV კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 814 353-მა საქართველოს მოქალაქემ. საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი IV კვარტალში გადმოკვეთეს 824 434 შეადგინა.
სულ, 2024 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 2 946 320-მა საქართველოს მოქალაქემ. საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი 2024 წელს გადმოკვეთეს 2 952 853 შეადგინა.
წლის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში შემოსულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში გასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობას 6 533-ით სჭარბობს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაზე 44 985-ით, ხოლო 2023 წელს 17 035-ით ნაკლები იყო.