„გიდასტურებთ, რომ გამოკითხვა ეხებოდა ჩორჩანას საქმეს. ჰქონდათ კითხვები, რადგან მაშინ ვიკავებდი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. მოგეხსენებათ, საოკუპაციო მიმართულებით ყველა მნიშვნელოვანი თემა. რა თქმა უნდა, გადის უსაფრთხოების სამსახურთან. ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრება აიპიემის შეხვედრებს და ა.შ. - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაურმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
"ჩაგვაყენეს თუ არა საქმის კურსში და შევთანხმდით თუ არა საგუშაგოს აღმართვაზე, გიდასტურებთ რომ შეთანხმება არ ყოფილა, ჩვენ შეთანხმებული არ გვქონდა, გავიგეთ პოსტფაქტუმ. მთავარი არ არის, ვიყავი თუ არა საქმის კურსში, მთავარია, რომ საგუშაგო არ უნდა დადგა იქ, სადაც გინდა. ჩვენი ტერიტორია, რა თქმა უნდა, ჩვენია აქეთაც და იქითაც, თუმცა სამწუხაროდ ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება. ისინი საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, რომ კი ბატონო გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არა გვაქვს იქითა მხრიდან. ასე რომ, მარტო უშიშროების ხელმძღვანელი ან თუნდაც ვინმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩააყენო საქმის კურსში, ასე არ ხდებოდა. ეს ხდებოდა უკვე კომპლექსურად, საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა პრემიერ-მინისტრი, უსაფრთხოების სამსახური. ჩვენ მერე საქმის კურსში ვაყენებდით ევროკავშირის მისიას. ესე ხდებოდა ყველაფერი, თუნდაც გაძლიერება ამა თუ იმ მიმართულებით. ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, გავიგეთ პოსტფაქტუმ. გავიგეთ უკვე, რომ დაიწყო გზის დამუშავება და ერთ დღეში ხომ არ გაკეთდა ეს საგუშაგო, გზის გაყვანა, მოსწორება. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო თუ არა, მე როგორც ვიცი, არ იყო საქმის კურსში და, როგორც მახსოვს, ჩვენ მოვახსენეთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედების შესწავლა მიმდინარეობს
სადაც, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.