უნდა გაითავისოს ყველამ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ვერ იხდის - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„უნდა გაითავისოს ყველამ, რომ ეს ადამიანი სასჯელს ვერ იხდის. იგი იმყოფება საავადმყოფოში და რადგან საავადმყოფოში იმყოფება, მის მიმართ უნდა გავრცელდეს პაციენტის უფლებები. აქ პაციენტის უფლებაზე რომ საუბარი არ არის, ძალიან მარტივი გასაგებია“ - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.