პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. მისი ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების არ გამოყენებას, ან 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, პროკურატურის მოთხოვნა კი პატიმრობა იყო.
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებასა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს.