თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულს, რომელიც ერთ-ერთი გაქცეული არასრულწლოვანის ძმაა, აღკვეთის ღონისძიების სახედ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურა დაკავებული ავთანდილ თათარაშვილისთვის, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თანხის გადახდის შემდეგ კი დაკავებული პირი გათავისუფლდება.
პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 2-დან ექვს წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ცნობისთვის, პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ კიდე ერთ პირს, ბადრაგის ჯგუფის უფროსს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, 1 ნოემბერს "ავერსისი" კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევაზე გადაყვანილი სამი არასრულწლოვანი პატიმარი გაიქცა.
2 ნოემბერს იუსტიციი მინისტრმა განაცხადა, რომ სამივე გაქცეული პატიმარი ციხეშია - სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად