რუსთავში ახალგაზრდა კაცს, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, რის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლი (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება).
პირველადი ინფორმაციით, პირი რომელმაც ახალგაზრდა კაცს ესროლა, ფსიქიკური პრობლემების მქონეა.