თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ქუჩაში მოხდა და მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაჭრილი სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.