თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოცხადდა. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილის 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.  

მოსამართლემ აღნიშნულ საქმეში განაჩენთა ერთობლიობა გამოიყენა და 2025 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული 9 წლიანი პატიმრობა შეკრიბა. საბოლოოდ კი მიხეილ ჯინჯოლიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. 

მედიასთან სახელმწიფო ბრალმდებელმა განმარტა რატომ გამოიყენა მოსამართლე განაჩენთა ერთობლიობის პრინციპი. 

"სასამართლომ იმსჯელა და დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე და ძირითადად სასჯელად შეუფარდა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აქვე, ბრალდების მხარე განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რეციდივი, ანუ ნასამართლევი პირის მიერ იყო ჩადენილი აღნიშნული დანაშაული, სასამართლოს კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნით შეეძლო მინიმუმ 4 წლის მისჯა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, სასამართლომ მიუსაჯა 4 წელი და 6 თვე. ამის შემდეგ, უკვე სასამართლომ იმსჯელა რამდენიმე დღის წინ გამოტანილ განაჩენთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ნასამართლევი პირის მიერ იყო ჩადენილი აღნიშნული დანაშაული და ნაწილობრივ შეკრება გამოიყენა, იმ განაჩენით, რომელიც 2025 წლის 12 მარტს დადგა გაფლანგვის საქმეზე, 8 წლით თავისუფლების აღკვეთას დაუმატა ახალი განაჩენი 4 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო ჯამში გამოვიდა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, გარდა ამისა, სამი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლებაც," - განაცხადა ლევან ვეფხვაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 19 ოქტომბერს დააკავეს. 

პ.ს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გადაყვანილი იქნა კლინიკა "ვივა მედში", სადაც ამ დრომდე იმყოფება.