"თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის "- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ვივამედის" კლინიკიდან ჩართვისას განავხადა, სადაც გამოეხმაურა დღევანდელ გადაწყვეტილებას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე .

 "მინდა გამოვეხმაურო იმ ჯალათურ, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა და პრაქტიკულად მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა. თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის . ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და განადგურებით მსჯიან, იმისათვის რომ ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, სამი პიჯაკის და 1 პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა არც ერთი სხვა საშუალება საქართველოში ლეგალურად შემოსვლის არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერაფერს ვერ ავუხსნი, მაგრამ მე მგონი მასეთი მსოფლიოში არავინ აღარ არის.ეს განადგურება ვითომ სასამართლოს წესით არის იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და ჩემი მომხრეები დააშინონ და ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, რადგან ეუბნებიან მასაც, რომ მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო.

მასსასჯელის ზომად ოთხი წელი და ექვსი თვე განესაზღვრა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენთა ერთობლიობით სააკაშვილს სასჯელის ვადად 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.