"ფორმულას" ერთ-ერთი მეწილისა და წამყვანის, მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.

"მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზედაც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.

საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს." - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.