[ქართულ ოცნებას] რაღაც ტიპის გამთლიანება ოკუპაციის პირობებში წარმოუდგენიათ. რაც არის ტყუილი, რადგან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სწორედ გადის ევროკავშირზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„არაოკუპირებული ნაწილის ოკუპაციაა ივანიშვილის და “ოცნების“ შეთავაზება, რასაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ეტყვის უარს. აფხაზეთის დაბრუნებას კი არ აპირებს ვინმე, მათი შეთავაზება რა არის - მათ წარმოუდგენიათ ახალი ტიპის საბჭოთა კავშირში, იგივე რუსეთში საქართველოს შეყვანა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთი უკვე არის. რაღაც ტიპის გამთლიანება ოკუპაციის პირობებში წარმოუდგენიათ. რაც არის ტყუილი, რადგან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სწორედ გადის ევროკავშირზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე. ჩვენ მიმზიდველი უნდა გავხდეთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, იმისთვის რომ ამ პროცესში გვქონდეს რეალური ხელშესახები პროგრესი დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგის და სისტემის ნაწილი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენ ამ უმძიმეს პრობლემას გავცეთ პასუხი, რასაც ჰქვია, ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება“, - განაცხადა ბუაძემ.