გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის მამაკაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.
შემთხვევა სოფლის ბოლოს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულში მოხდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.