მკვლელობა ბაღდათის მუნიციპალიტეტში წუხელ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში დაიწყო, რის შემდეგაც 65 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. ერთი გარდაიცვალა. ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი კი დაიჭრა.
მკვლელობის ფაქტი ,, აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 19/109 მუხლით დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია.