სად არის სამედიცინო დასკვნა?
ხომ არავინ იცის, რა ბედი ეწია თითქმის ნახევარი წლის წინ ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი პოლონელი ექიმების მიერ „ვივამედიდან“ ოფიციალურად აღებულ და ევროპაში წაღებულ მიხეილ სააკაშვილის თმის ღერს და სხვა ბიოლოგიურ ნიმუშებს, რომლებსაც უნდა დაემტკიცებინათ „პუტინის ტყვის“ მოწამვლის ფაქტი?
რატომღაც ამას არც „დემენციის დამმარცხებელი“ სააკაშვილი, არც მისი მრევლი და არც აქ მყოფი პოლონელი ექიმები საერთოდ აღარ ახსენებენ. - ამის შესახებ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენ კი გვახსენდება ერთ-ერთი თაღლითი პოლონელი ექიმის მიერ ბოტასში სამარცხვინოდ დამალული და შემდეგ აღმოჩენილი მიშას თმის ნიმუში. ალბათ ისიც გახსოვთ, ამ „ავტორიტეტულმა ექიმმა“ როგორ განაცხადა, რომ თურმე ასეთი ჩვევა ჰქონია და ყველა პაციენტისგან აღებული ბიოლოგიური ნიმუშები ფეხსაცმლით გამოაქვს ხოლმე პალატიდან, რითაც მთელ ამ საერთაშორისო სამედიცინო მისიას თავი მოჭრა.
მაინც, საინტერესოა, როდის გვექნება იმ მისიაში მყოფი ექიმების დასკვნა, ტყუილად ხომ არ გაისარჯა და დაიხარჯა ამდენი საერთაშორისო დონის მედიცინის მუშაკი ევროკავშირისგან მიღებული დავალების შესასრულებლად საქართველოში ჩამოსვლით?" - წერს გელა ნიკოლაიშვილი.