თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
სხდომას ჯაფარიძე არ დასწრებია.
შეგახსენებთ, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ "ლელოს" ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა.
რაც კანონით დადგენილ ვადებში გადაიხადა.