პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ ისაუბრა და მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვა.
"უმძიმესი ფაქტია და უნდა ვისურვოთ, რომ ძალიან მალე გამოჯანმრთელდეს ბატონი თორნიკე რიჟვაძე, მალე დაუბრუნდეს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.
კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ ამ მძიმე შემთხვევის ფონზე და საფუძველზე, რა თქმა უნდა, კოლექტიურ "ნაცმოძრაობის" წევრებს ვგულისხმობ.
ესეც მათთვის დამახასიათებელია. არაერთი შემთხვევა გვახსოვს წარსულში მომხდარი უბედური ფაქტის და მოვლენის გამოყენების მცდელობები აქვთ-ხოლმე საკუთარ მიზნების მისაღწევად, ეს მათ მორალის არ ქონაზე მეტყველებს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.