გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იანვრის თვეში, აჭარასა და სამეგრელოში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბესელაშვილებში (კლდისუბანი), მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი.
2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელოში. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში, მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.