ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ზუგდიდში შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსს აცხადებს 

კონკურსი ითვალისწინებს ორ მიმართულებას:

ზუგდიდის შემოქმედებითი კლასტერებისა და სივრცეების განვითარება, ასევე ამ მიზნისთვის შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის „შემოქმედებითი ზუგდიდი“ დაარსება/ხელშეწყობა. მიმართულების ბიუჯეტი: 8 400 ლარი
შემოქმედებითი, მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცის „ზუგდიდის არტ კომბინატის“ დაარსება/ ხელშეწყობა. მიმართულების ბიუჯეტი: 12 700 ლარი
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 10 ნოემბრიდან 2023 წლის 10 დეკემბრამდე მერიაში, მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 მატერიალური სახით ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - zugdidismeria@gmail.com ელექტრონული დოკუმენტის სახით. 


დამატებითი ინფორმაცია და ფორმულარები, იხილეთ შემდეგ ბმულებზე
კონკურსის დებულება: https://rb.gy/62nl3o
კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://rb.gy/jiislc
დანართი N1 - განცხადების ფორმა: https://rb.gy/9ghr2y 
დანართი N2 - საპროექტო განაცხადი: https://rb.gy/7rnnug 
დანართი N3 - დაზუსტებული ინფორმაცია: https://rb.gy/i59csf
დანართი N4 - შესრულების ანგარიში: https://rb.gy/1iv3l7