სოფელ შროშაში, ღონღაძეების ახლად აშენებული სახლი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერმა, გიორგი ჯუღელმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ოჯახის საცხოვრებელ პირობებს.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. სახლების მშენებლობის პროცესი კი თვითმმართველობებმა განახორციელეს. სოფელ შროშაში სახლის მშენებლობაზე 45 454 ლარი დაიხარჯა. სტიქიით დაზარალებულთათვის ახალი საცხოვრებელი სახლები სოფელ ფუთში,მეორე სვირსა და შროშაში აშენდა.