საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ჩხოროწყუში წყალმომარაგების ახალ სისტემებს აშენებს, რომლის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, დავით კვინიკაძე შესრულებულ სამუშაოებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კმ წყალმომარაგების ქსელი, სათავე ნაგებობაზე წყლის შემაკავებელი გაბიონი, წყალმიმღები სატუმბი, საქლორატორო და 700 მ 3 რეზერვუარი. ასევე, გარახის უბანში ორი რეზერვუარი. ამ ეტაპზე სამუშაოების 50 % უკვე დასრულებულია.
ჩხოროწყუს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობას 14 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის 2800-მდე მაცხოვრებელი 24 საათიანი, წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.