წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა შიდა საუბნო და სასოფლო გზები, ვენახები, ნათესები, ნარგავები.

ასევე დატ­ბო­რი­ლია სახ­ლე­ბის ეზოები, დაზიანებულია ღობეები, ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბი, დატბორილია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი და ტრო­ტუ­ა­რე­ბი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდით სამუშაოები.

ასევე ძლიერმა წვიმამ იმავე სახის პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.