საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი ბათუმის „დინამო“ 100 წლის გახდა.
ბათუმს, ბათუმელებს, ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს ვულოცავ ჩვენი საყვარელი საფეხბურთო გუნდის იუბილეს.
წინ არაერთი გამარჯვება გველის! „FC Dinamo Batumi” - წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში. თორნიკე რიჟვაძე 2022 წლიდან დინამო ბათუმის საპატიო პრეზიდენტია.
საფეხბურთო კლუბის შექმნის თარიღად 1923 წელი მიიჩნევა. „დინამო ბათუმი“ „დინამო თბილისზე“ ორი წლით ადრე დაარსდა. ბათუმის დინამო 2021 წელს საქართველოს ჩემპიონი და ამავე წლის საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელია.