4 ცხედრის დნმ პასუხს ველოდებით. გარდა ამისა ადამიანის სამი ფრაგმენტია, ძირითადად ქვედა კიდურები, რომლის იდენტიფიცირება არ მომხდარა, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გარდა ამისა, ნანახია ადამიანის ქვედა კიდური ცალკეულად და ისიც ასევე გადატანილია პროზექტურაში. პირველი ნაპოვნი ცხედარი ეს იყო დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით სტიქიის ეპიცენტრიდან დანარჩენი ორი ცხედარი ორი კილომეტრის მოშორებით იყო ერთმანეთის გვერდით დაახლოებით 200 მეტრის რადიუსით მოშორებით. პირველივე დღიდან მიმდინარეობდა მდინარის მონიტორინგი.

ამ ეტაპზე რადგან მდინარის დონე დაწეულია, გამოჩნდა ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი გახდა ადგილზე გადამოწმება, თუმცა გამორიცხული არაფერია, ესაა სავარაუდოდ პირველივე ძლიერი ტალღის შედეგად წამოღებული ადამიანების ცხედრები. ხვალ 54 სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მდინარის კალაპოტი მაქსიმალურად გაშლილია და შევისწავლეთ ეს სიტუაცია, ამიტომ ავიღეთ ეს ლოკაცია ბოლო წერტილად.

არის ოთხი ცხედარი რომლის დნმ ის პასუხებსაც ველოდებით, გარდა ამისა, სამი ფრაგმენტია ადამიანის ქვედა კიდურების ძირითადად რომლის იდენტიფიცირებაც არ მომხდარა. დღეს ნაპოვნი სამი ცხედრიდან ორი დიდი ალბათობით, მამაკაცის უნდა იყოს და მესამე ქალი უნდა იყოს. ამ დროის მდგომარეობით 24-ია ნაპოვნი და 20-ია იდენტიფიცირებული, დაკარგულია ცხრა . მთლიანი დამეწყრილი ტერიტორიის 40 პროცენტია გადამოწმებული“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.