თელავში, მშვიდობის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა. 

მამაკაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 

დაშავებული ქვედა კიდურის მოტეხილობით და სხვა დაზიანებებით  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.