მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში.
მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირე ზომის ტრაქტორს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ტრაქტორის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.