ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა პირველ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
„ხორციელდება დამცავი კედლების მშენებლობა, გამოსაცვლელი ოთახების მოწყობა. სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.“ აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მერის პირველი მოადგილის, გიორგი პაპიაშვილის განმარტებით, პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მისი საერთო ღირებულება 1 041 230 ლარს შეადგენს.