ძლიერმა სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად განადგურდა სასოფლო- სამეურნეო სავარგულების ნაწილი. 

ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, თელავთან დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დაგლიჯა ხეები. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.