ძლიერმა სეტყვამ სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა. გავრცელებული ინფორმაციით, დასეტყვილია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი - წნორი, ბოდბისხევი, საქობო და ასანური. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კი სეტყვამ შირაქის ველს გადაუარა.
ჯერჯერობით უცნობია მიყენებული ზიანის ოდენობა.
ცნობისათვის, ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დააზარალეს თელავის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიც. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სასმელი წყლის სატუმბო რეზერვუარი, დაზიანდა გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.