სამტრედიაში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და ფონდების დაფინანსებით, მოსახლეობის პრიორიტეტებზე მორგებული პროექტები სხვადასხვა ეტაპზეა. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს რამდენიმე ლოკაციაზე.
სრული რეაბილიტაცია უტარდება საცურაო აუზს და ე.მანჯგალაძის სახელობის მინი სტადიონს.
აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ე.მანჯგალაძის კულტურის ცენტრში.
ახალი ბაღი შენდება იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახლი სკოლა შენდება ნაბაკევში, მიმდიბარეობს ჩხენიშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
ფასადების მოწყობა და გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს ლ. თევზაძის N2 და N4 ბინებს. სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი ბინების გადახურვა მიმდინარეობს ასევე ლ. თევზაძის 61-ში, წერეთლის პირველში და ვაზისუბნის ე.წ. მეურნეობის კორპუსების გადახურვა.
სამეგრელოდან ქალაქის შემოსასვლელი, ავტოსადგურის ტერიტორიამდე მოეწყობა ახალი, თანამედროვე ღობეებით, რაც ქალაქის იერსახეს ფუნდამენტურად შეცვლის.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ზაქარაძემ, საკრებულოს თავმჯფომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
,,ძლიერმა ქარმა ჩვენს კორპუსს სახურავი გადახადა. იმ დღესვე მობრძანდა მუნიციპალიტეტის მერი და მყისიერი რეაგირება მოახდინა ზარალის აღსადგენად. თავდაუზოგავად მუშაობენ ბიჭებიც. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის," აღნიშნა მოქალაქე ცაცა კუპრავამ.
როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სამუშაობი გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.