ორი წლის წინანდელი ჩემი წინასწარმეტყველება ახდა. სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე ხიდს რომ წყალი წაიღებდა, დიდი ხნით ადრე ვიცოდი - წერს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
"ორი წლის წინანდელი ჩემი წინასწარმეტყველება ახდა. სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე ხიდს რომ წყალი წაიღებდა, დიდი ხნით ადრე ვიცოდი. იცით ალბათ, რომ კატა მყავს წინასწარმეტყველი და ის მკარნახობს რაღაცებს.
ნეტავ მთავრობას ჰყავდეს ისეთი მრჩეველი, როგორიც მე მყავს."- წერს რომან გოცირიძე.