ანტონ ჩეხოვის ,,პალატა N6“–ის პრემიერითა და სრული ანშლაგით, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულმა თეატრმა, 61–ე თეატრალური სეზონი დახურა. რეჟისორმა ლორიტა ჯორჯიკიამ მაყურებელი სამყაროს ქვეცნობიერს კიდევ ერთხელ დააკვირვა და განსხვავებული ადამიანების ბედზე დააფიქრა.

სპექტაკლზე მაყურებელმა ცნობილ მსახიობებთან ერთად იხილა დებიუტანტი მსახიობები. დღეს განსაკუთრებული იყო გიორგი შენგელია, რომლის მიერ განსახიერებული როლი დიდხანს ემახსოვრება მაყურებელს. 


წარმოდგენის დასასრულს ე. მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის კულტურის ცენტრის დირექტორმა, ვეფხია ნადირაძემ მადლობა გადაუხადა მაყურებელს და ადგილობი ხელისუფლებას, რომლის მხარდაჭერითაც, წელს, თეატრმა არაერთ წარმატებას მიაღწია. 


სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერად ესწრებოდა.