18, 22 და 26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების  და ასევე,  სხვა ქვეყნის გუნდების  თამაშების პირდაპირი ტრანსლირება 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. 

17:00 საათიდან  დაუკრავს DJ სომალი, მოეწყობა სპორტული აქტივობები,  ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კი,  გამაგრილებელ სასმელებს შესთავაზებენ გულშემატკივრებს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს!