ქუთაისის მერიამ პატარებს , ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე , ახალგაზრდობის პარკში უმასპინძლა.
ბავშვებისთვის პარკში მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები, ჩატარდა სახელოვნებო და სპორტული აქტივობები, ქუთაისის საბავშვო სტუდიების კონცერტი, პატარების მხიარული განწყობის შექმნაზე იზრუნეს ანიმატორებმა, მულტფილმების პერსონაჟებმა და კოსტიუმირებულმა მსახიობებმა.
" ბავშვთა დაცვის დღეს ვულოცავ ყველა პატარას!
ბავშვები უნდა იზრდებოდნენ მშვიდობიან, ჯანსაღ გარემოში და ჩვენ, უფროსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის.
ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი ჰქონდეს ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში!" - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.