ქუთაისში, 27 მაისს სტარტი აიღო დასავლეთ საქართველოს ბეთლაივ მასტერ ლიგის გათამაშებამ, რომელშიც დასავლეთ საქართველოს 20 გუნდი  მონაწილეობს. 


ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე. 
მსგავსი ტიპის ჩემპიონატი დასავლეთ საქართველოში უკვე მეორე წელია ტარდება და წინა წელთან შედარებით გუნდების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა. 
27-28 მაისს, ქუთაისში მატჩები გამართეს : ქუთაისის  4 გუნდმა -„სერვალი22“, „გალაკტიკო“,  „არესი“, „ბუკია“;  მარტვილის, ხულოს, ოზურგეთის, ბაღდათის,  ფოთის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ტყიბულის, ზუგდიდის, ხელვაჩაურის, ლანჩხუთის, წყალტუბოს, ზესტაფონის და აბაშის გუნდებმა.

გათამაშება ტარდება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ბეთლაივის ფინანსური მხარდაჭერით.  ტურნირის ფარგლებში მატჩები ყოველ შაბათ- კვირას გაიმართება.