"ქართულმა ოცნებამ" ქალაქ რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე, ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენა - გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს 18-მა წევრმა.
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზედაც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.
შეგახსენებთ, რუსთავში „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
მე-10 მოწვევის პარლამენტის "ქართული ოცნების" დეპუტატმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა: ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება
პარლამენტის დეპუტატი, "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს - "ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ" შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დაინიციირა თავმჯდომარეების, ჩვენი გუნდის წევრების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი
ასევე, დავით კირკიტაძის თქმით, რუსთავში, "ნაცმოძრაობის ფრაქცია" არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობაზე გამოცხადებულ დოღში - მიკვირს, ბექა ლილუაშვილი რატომ ატყუებს ხალხს?